Страницы

საზაფხულო საკითხავი

8 ივნისს წიგნის კლუბმა ,,ჯადოსნურმა კიდობანმა", ბოლო, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს კლუბში გატარებულ შეხვედრებზე. შეაფასეს და შეაჯამეს თავიანთი მოღვაწეობა კლუბში-რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რას ისურვებდნენ მომავალი საქმიანობისთვის. შეხვედრის დროს ბავშვებმა, ასევე გაიხსენეს კლუბში წაკითხული წიგნები, რომლებმაც გნსაკუთებული შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. დაასახელეს საყვარელი მწერლები, წიგნები,პერსონაჟები. ასევე უფროსკლასელთა რჩევით შეაგროვეს და თავი მოუყარეს საზაფხულო არდადეგებზე წასაკითხ წიგნებს. მათ მიერ შერჩეულ წიგნებთან ერთად, ასევე მეც ვურჩიე წიგნები, რომლებიც ზაფხულზე უნდა წაიკითხონ:
1.რევაზ ინანიშვილის მოთხრობები
2. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
3.ნოდარ დუმბაძის მოთხრობები
4. ვაჟა-ფშაველას მოთხრობები
5. ჟიულ ვერნის მოთხრობები
6.მარკ ტვენის მოთხრობები
7.რ.ჯ პალაციოს ,,ავგუსტი და მე"
8.ანა ფრანკის დღიური
9.ჩარლს დიკენსის ,,დევიდ კოპერფილდი"
10.ბერძნული მითები








კლუბის მუშაობა მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს და სურვილი გამოთქვეს მომავალი სასწავლო წლიდან ისევ იფუნქციონიროს.

Комментариев нет:

Отправить комментарий