Страницы

ჩემ შესახებ

მე ვარ ნონა ახვლედიანი, ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში, ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას ქუთაისის # 15 საჯარო სკოლაში. ვარ წიგნის კლუბ ,,ჯადოსნური კიდობნის" შემქმნელი და კურატორი. მინდა ჩემს მოსწავლეებში პოპულარული გავხადო წიგნის კითხვა და დავეხმარო მათ ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში.ბავშვობიდან, განსაკუთრებით მიყვარდა წიგნების კითხვა. მახსოვს ის სურნელი წიგნის კითხვას რომ ახლდა თან...ყველა ის შეგრძნება მახსოვს, ამა თუ იმ წიგნის წაკითხვისას რომ მქონდა...ჰოდა, მინდა ჩემს მოსწავლეებსაც განვაცდევინო ის გრძნობა, რომელსაც წიგნების კითხვა წარმოშობს. მინდა, საინტერესო და ნაყოფიერი იყოს თითოეული მათგანის მორვაწეობა ჩვენს კლუბში. მჯერა, ასეც იქნება!

Комментариев нет:

Отправить комментарий