25 დეკემბერი ფინალი
საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოგვივიდა
ფინალური შეხვედრა. მოუთმენლად ელოდა ყველა მოსწავლე ამ დღეს. წინასწარ მოვამზადე
დავალებები, კითხვები, კროსვორდი, გამოსაცნობი სიტყვები სხვადასხვა ლიტერატურული
ნაწარმოებიდან, შავი ყუთი, სექცია-სტუმარი და ბოლოს ბლიც-ტური კაპიტნებისთვის.
თანაბარი შესაძლებლობები აჩვენეს გურამისა და შოთას გუნდებმა, მაგრამ ბლიც-ტურში
აშკარა უპირატესობა აჩვენა გურამ მჟავანაძემ და საბოლოოდ 28 ქულით გახდა გამარჯვებული.
26 ქულით მეორე ადგილზე გავიდა შოთას გუნდი, ხოლო
ილიას გუნდმა 23 ქულა დააგროვა. შეჯიბრის ბოლოს გამოვავლინეთ სეზონის
საუკეთესო მოთამაშე. ბავშვებმა ერთხმად დაასახელეს მე-8 ა კლასის მოსწავლე გურამ
მჟავანაძე, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო და აქტიური
მოთამაშე გახლდათ. გურამი დავასაჩუქრე დათო ტურაშვილის წიგნით ,,ჯინსების თაობა“,
რომლის შესახებ კითხვაც მქონდა მომზადებული და მასზე, სწორედ გურამის გუნდმა გასცა
სწორი პასუხი. თამაშზე მესწრებოდნენ სტუმრები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები,
მანდატურები. ზოგიერთ მათგანს მომზადებული ქონდა შეკითხვა და სექცია-სტუმარში
მიიღო მონაწილეობა. ასეთები იყვნენ: დავით ავალიანი-მე-10 ა კლასი, გოგიტა
ლეთოდიანი და დავით კაკაბაძე-მე-12 ა კლასი. შეჯიბრი მხატვრულად გამიფორმა მე-10 ა
კლასის მოსწავლემ მარიამ ტეფნაძემ, ფოტოები გადაგვიღო მე-10 ა კლასის მოსწავლემ
მარიამ თოდაძე. ჩემი უცვლელი ასისტენტები იყვნენ მე-5 ბ კლასის მოსწავლეები
ავთანდილ ზვიადაძე და გიორგი მუშკუდიანი, რომლებიც მეხმარებოდნენ დავალებების
აკრეფასა და დროის სწორად განაწილებაში. შეჯიბრის ბოლოს მოსწავლეებმა დამიწერეს
შთაბეჭდილებები, სადაც აღნიშნეს რომ ძალიან ბევრი რამ გაიგეს და ისწავლეს ამ 20
გაკვეთილის განმავლობაში და სურვილი გამოთქვეს მსგავსი თავისუფალი გაკვეთილების
კიდე გაგრძელების. ბოლოს, დამშვიდოდბებისას ტკბილი შოკოლადითა და ცხელი ყავით გავუმასპინძლდი
ბავშვებს, რომელზეც ასევე მომზადებული მქონდა კითხვა, საინტერესო ისტორიასთან
ერთად და ეს ყველაფერი ე.წ. შავ ყუთში მქონდა მოთავსებული. Страницы
- ბლოგის მიზანი
- ჩემ შესახებ
- ჩემი გაკვეთილები
- სასარგებლო ბმულები
- ჩემი საგაკვეთილო რესურსები
- ინტერნეტ–მასალები ქართულის სწავლებაზე
- თემატური გეგმები
- ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა
- რა? სად? როდის?
- რა? სად? როდის?-დღე პირველი
- რა? სად? როდის? თემა-თეატრი
- გაკვეთილის პრეზენტაცია-იაკობ გოგებაშვილი ,,იავნანამ რა ჰქმნა?!"
- რა? სად? როდის?-თანამედროვე ტექნოლოგიები
- რა? სად? როდის? თემა-სახვითი და ვიზუალური ხელოვნებ...
- პროექტის ანგარიში-რა? სად? როდის?
- რა? სად? როდის?-ფინალი
- კონფერენცია
- მოსწავლეთა პრეზენტაციები
- შეფასების რუბრიკები
- ტესტები
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
Комментариев нет:
Отправить комментарий