Страницы

პროექტის ანგარიში-რა? სად? როდის?

                                                         რა? სად? როდის?

პროექტის შესრულების პროგრამული  ანგარიში

„თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამა 
ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულება/ქვემიმართულება: რა? სად? როდის?
           
სამიზნე ჯგუფი: VII-VIII კლასის მოსწავლეები (15 მოსწავლე)
კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი ( 2017 წლის 10 ნოემბრიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით )


პროექტით განხორციელებული ძირითადი აქტივობები
ძირითადი აქტივობის შესრულების მოკლე აღწერა

განხორციელებული აქტივობით მიღებული კონკრეტული შედეგი
1.
1 გაკვეთილი – 10 11.2017


1.       კურსის შესავალი, გუნდების ფორმირება, თემების შერჩევა-დანაწილება, დავალებების მიცემა

დღეს,   პირველი შეხვედრა  გაიმართა ინტელექტუალურ-შემეცნებითი კლუბის,, რა? სად? როდის?" მონაწილეებთან.კლუბში გაწევრიანდა მე-7 მე-8 კლასების 15 მოსწავლე., რომელთაგან ჩამოვაყალიბეთ სამი გუნდი, თითოში-5-5 მონაწილე. ბავშვებმა აირჩიეს გუნდის კაპიტნებითავდაპირველად, მოსწავლეებს გავაცანი კურსის მიზანი. შესაბამისად გავეცანი მათ სურვილებსა და მოლოდინებს.დღევანდელი დღის თემად შევარჩიეთ-კინო. ვესაუბრე კინოს შექმნის ისტორიაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვებმა დაასახელეს საყვარელი ქართული და უცხოური ფილმები.გამოთქვეს სურვილი მეტი გაიგონ კინოს შესახებ. მივეცი დავალებები და დავთქვით მომდევნო შეხვედრის დრო, როდესაც  გაიმართება შეჯიბრი.

შეხვედრამ  ჩაიარა ხალისიანად.  ბავშვები ჩაწვდნენ თამაშის გუნდურობის არსს.

2. კვადრა
მე–2 გაკვეთილი – 13.11.2017

 შეჯიბრი - კინო
შეხვედრის თემა იყო კინო. მოსწავლეებს წინასწარ მივაწოდე ინფორმაცია, ინტერნეტის საშუალებით, კინოს შესახებ. შეჯიბრისთვის მოვამზადე კითხვები, როგორც  ქართული კინოს ისტორიიდან, ასევე მსოფლიო კინომატოგრაფიის შესახებ. თამაში გაიმართა ჯგუფური მეთოდით. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. დასახელდა  დღის საუკეთესო მოთამაშე. ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს კინოს მიმართ.

ბავშვები  აცნობიერებენ  გუნდურობას  და კინოს სიყვარულს.

3.
მე–3 გაკვეთილი – 15.11.2017


თემა - თეატრი
შეხვედრის თემა იყო თეატრი. თავდაპირველად გამოვკითხე მათ, რა იცოდნენ თეატრზე.. შემდეგ ვუამბე თეატრის წარმოშობისა და ზოგადად თეატრალური ხელოვნების შესახებ. ვესაუბრე ქართულ თეატრზე, მის დაბადებაზე. კომპიუტერის საშუალებით დავათვალიერებინე მსოფლიოში არსებული ცნობილი თეატრები. ვესაუბრე მათ არქიტექტურულ ღირებულებებზე და ა.შ. მივუთითე ინფორმაციული წყაროები , რომელშიც გაეცნობიან ყველაფერს თეატრის შესახებ და მოემზადებიან შემდეგი შეჯიბრისათვის. შეხვედრა გაიმართა.
 შეხვედრამ ჩაიარა საინტერესოდ. ბავშვები დაინტერესდნენ მსოფლიოში არსებული ცნობილი თეატრებით.
  4.
მე–4 გაკვეთილი – 17.11.2017

შეჯიბრი - თეატრი
  გაიმართა ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? მორიგი შეჯიბრი გუნდებს შორის. თემა იყო თეატრი. სულ დასმული იყო 12 შეკითხვა. გამარჯვებული გახდა გურამის გუნდი, რომელმაც 8 ქულა დააგროვა, შემდეგ იყო ომარის გუნდი-6 ქულით და ბოლოს ილიას გუნდი-5 ქულა. ბავშვებმა დაასახელეს დღის საუკეთესო მოთამაშე, ეს გახლდათ გურამ მჟავანაძე მე-8 კლასის მოსწავლე.
შეჯიბრმა  ჩაიარა  ხალისიანად  და ბავშვები ცდილობდნენ თავიანთი შთაბეჭდილებები გამოეთქვათ თეატრის მიმართ.

5

მე–5 გაკვეთილი – 20.11,2017

შეჯიბრი - სახვითი და ვიზუალური ხელოვნება


ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა სახვითი ხელოვნების შესახებ. მომზადებული მქონდა, როგორც შეკითხვები, ასევე შავი ყუთი და კროსვორდი. ძალიან სახალისოდ და შთამბეჭდავად  ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ. საინტერესო იყო ბავშვებისთვის ვან გოგის, პიკასოს, ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვა მხატვრების შესახებ მომზადებული კითხვები. ვცდილობ არ შემოვიფარგლო მხოლოდ მშრალი კითხვებით და კითხვის დასმის წინ, საინტერესო სიტუაციებს ვაცნობ ბავშვებს,ამა თუ იმ ადამიანის და მოვლენის შესახებ.
ბევრი რამ გაიგეს ბავშვებმა ცნობილი მხატვერების შესახებ და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
6

მე–6 გაკვეთილი: 22.11.2017
თემა-საქართველოს  და მსოფლიოს ისტორია

შეხვედრის თემა იყო საქართველოს და მსოფლიოს ისტორია. მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით ეს თემა გავაერთიანე. ვისაუბრეთ ისტორიის შესახებ. შეხვედრა ძირითადად გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებს მივუთითე წყაროები თუ საიდან მოვამზადებდი კითხვებს.
ბავშვები გამოუმუშავდებათ ინფრომაციის მოძიებისა და კვლევის უნარ-ჩვევები

7

მე–7 გაკვეთილი: 24.11.2017

შ                 შეჯიბრი-საქართევლოს და მსოფლიოს ისტორია

გაიმართა შეჯიბრი. მომზადებული მქონდა კითხვები როგორც ძველი, ასევე ახალი ისტორიიდან.ასევე მქონდა კროსვორდი და შავი ყუთი.  ბავშვებმა კარგად  გაართვეს თავი შეჯიბრს. გამოიკვეთა ძლიერი მოთამაშეები.
შეჯიბრმა  საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

8
მე–8 გაკვეთილი – 27.11.2017

შეჯიბრი - თანამედროვე ტექნოლოგიები
საინტერესოდ ჩაიარა შეხვედრამ თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მოვამზადე  საინტერესო და სახალისო კითხვები , ასევე კროსვორდი და შავი ყუთი. კითხვები ეხებოდა თანამედროვე მსოფლიოში საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიების შემქნელებს: ბილ გეიტსს, სტივ ჯობსს, მარკ ცუკენბერგს და ა.შ.

ბავშვები კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. შეჯიბრმა ხალისიანად ჩაიარა.
9
მე–9 გაკვეთილი: 29.11.2017
შეჯიბრი - გმირები
გმირების შესახებ მოვამზადე სხვადასხვა ტიპის დავალებები:კითხვები, გამოსაცნობი სიტყვები სხვადასხვა ლექსებიდან. გმირების თემა იყო მრავალფეროვანი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. კითხვები ეხებოდა გმირებს ომიდან, მითოლოგიიდან, ლიტერატურიდან, თანამედროვე ცხოვრებიდან ა.შ. 
ძალიან საინტერესო შეჯიბრი გაიმართა.ბავშვებმა ბევრი რამ გაიგეს გმირების შესახებ.
10
მე–10 გაკვეთილი: 01.12.2017

შეჯიბრი - ლიტერატურა
საინტერესოდ ჩაიარა შეჯიბრმა ლიტერატურაში. მოვამზადე ქართული ხალხური ანდაზები, რომლებიც უნდა დაესრულებინა ბავშვებს. გამოჩნდა რამდენად კარგად იციან ქართული ანდაზები.  ასევე მომზადებული მქონდა ნაწყვეტები სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან, როგორც უცხოური, ასევე ქართული და  უნდა გამოეცნოთ თუ რომელი ნაწარმოებია.
საინტერესოდ შაიარა დღევანდელმა შეხვედრამ. ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს მეტი წიგნის წაკითხვისა.
11
მე–11 გაკვეთილი _ 04.12. 2017

შეჯიბრი - მეცნიერება
მეცნიერების შესახებ მოვამზადე მრავალფეროვანი კითხვები და დავალებები, ასევე კროსვორდი, რაც ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს. კითხვები ეხებოდა ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას, მათემატიკას და ა.შ.
კარგად გაართვეს მოსწავლეებმა თავი დაკისრებულ მოვალეობას და გამოჩნდა, რომ მათი ინტერესის სფერო მრავალფეროვანია.
12
მე–12 გაკვეთილი 06.12.2017

შეჯიბრი -არქიტექტურა
არქიტექტურაზე კითხვებისა და დავალებების შედგენისას შემოვიფარგლე როგორც ძველი არქიტექტურული ძეგლებით, ასევე თანამედროვე, საინტერესო და უცნაური ნიმუშებით. მოვამზადე სხვადასხვა ტიპის დავალებები: კითხვები, ამოსაცნობი სიტყვები, კროსვორდი და ა.შ.
შეჯიბრმა  ჩაიარა ხალისიანად და საინტერესოდ.
13
მე–13 გაკვეთილი: 08.12..2017

შეჯიბრი - სპორტი
სულმოუთქმელად ელოდნენ შეჯიბრს სპორტის შესახებ. განსაკუთრებით ბიჭები. მოვამზადე მრავალფეროვანი კითხვები ფეხბურთზე, რაგბიზე, კალათბურთზე, ოლიმპიადებზე და ა.შ. ასევე გამოვიყენე ,,სექცია სტუმრი“. მოწვეული მყავდა მეა-10 კლასის მოსწავლე დათო ავალიანი, რომელმაც დაუსვა ბავშვებს მის მიერ მომზადებული  სამი შეკითხვა ფეხბურთის შესახებ.საკმაოდ კარგი ცოდნა გამოავლინეს ბავშვებმა სპორტის თემატიკაზე.
შეხვედრამ  ჩაიარა მხიარული და შედეგიანი განწყობით.
14
მე–14 გაკვეთილი: .11.12.2017

შეჯიბრი-მუსიკა
საინტერსოდ ჩაიარა შეჯიბრმა მუსიკაზე. მოვამზადე  კითხვები, კროსვორდი ,შავი ყუთი. ასევე მოტანილი მქონდა ნაწყვეტები ,,ვეფხისტყაოსნიდან“, სადაც გამოსაცნობი იყო ფრაზები მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ. შეჯიბრი შთამბეჭდავი და სახალისო იყო.
საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა შეხვედრამ. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს მუსიკის შესახებ.
15
მე–15 გაკვეთილი: 13.12.2017
შეჯიბრი - ტრადიციები
ტრადიციების შესახებ მოვამზადე სხვადასხვა ტიპის დავალებები. გავაცანი მოსწავლეებს საინტერესო ლეგენდები და თქმულებები სხვადასხვა ტრადიციების შესახებ. მომზადებული მქონდა კითხვები, შავი ყუთი და სხვა. საინტერესოდ გაიმართა შეჯიბრი. ბავშვები ფლობენ ინფორმაციას ტრადიციების შესახებ და ბევრი ახალიც გაიგეს, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების ტრადიციებზე.
შეხვედრის მიზანია მეტი ინფრომაცია ქონდეთ მოსწავლეებს ეროვნული ღირებულებების შესახებ.
16
მე–16 გაკვეთილი: 15.12.2017

შეჯიბრი - მითოლოგია და რელიგია
მოვამზადე კითხვები სხვადასხვა ხალხის რელიგიებიდან და მითოლოგიიდან. ასევე მომზადებული მქონდა კროსვორდი და შავი ყუთი. გამოვიყენე ,,სექცია სტუმარი“. მე-10 კლასელმა მარიამ ტეფნაძემ  დაუსვა ბავშვებს მის მიერ მომზადებული შეკითხვა  რელიგიიდან. საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ.
საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ.
17
მე–17 გაკვეთილი: 18.12.2017

შეჯიბრი - ფლორა და ფაუნა

განსხვავებულ ფორმატსი ჩავატარე შეჯიბრი ფლორისა და ფაუნის შესახებ. წინასწარ მოვამზადე ინტერნეტის საშუალებით სლაიდები, რომელზეც გამოსახული იყო სხვადასხვა მცენარეები და ცხოველები. ბავშვებს უნდა  გამოეცნოთ  თუ რომელი ცხოველი და მცენარეა და სად ბინადრობენ. ბევრი ახალი და საინტერესო გაიგეს ამ  თემის შესახებ.

შეჯიბრმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ დაცული იყოს საქართველოში ფლორა და ფაუნა.

18
მე–18 გაკვეთილი: 20.12.2017

შეჯიბრი - გეოგრაფია.
საინტერესოდ გაიმართა შეჯიბრი გეოგრაფიაში. წინასწარ მოვამზადე სახალისო და საინტერესო კითხვები, კროსვორდი. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დავალებებს. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოავლინეს გეოგრაფიისადმი. შეჯიბრმა ჩვეულ ფორმატში, ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა.

შეჯიბრმა  ჩაირა მხიარულად და შედეგიანად.
19
მე–19 გაკვეთილი: 22.12.2017

ნახევარფინალი
დღევანდელმა ნახევარფინალმა საინტერესოდ ჩაიარა. მოვამზადე კითხვები და დავალებები განვლილი მასალიდან. მოვაწყვეთ შეჯიბრი, ვის უფრო კარგად ახსოვდა რაც შევისწავლეთ ამ ხნის განმავლობაში. დაწინაურდა გურამის გუნდი,რომელიც თითქმის ყველა თამაშის ლიდერი იყო. ქულების მიხედვით მეორე ადგილზეა შოთა გუნდი, ხოლო მესამეზე ილიას გუნდი. ბავშვების თხოვნით გადაწყდა, რომ ფინალში მონაწილეობას მიიღებს სამივე გუნდი.
ბავშვებმა სწორად აღიქვეს  ამ შეჯიბრის  არსი და გაიაზრეს  თუ  რა მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას.
20
მე–20 გაკვეთილი: 25.12.2017
ფინალი
საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოგვივიდა ფინალური შეხვედრა. მოუთმენლად ელოდა ყველა მოსწავლე ამ დღეს. წინასწარ მოვამზადე დავალებები, კითხვები, კროსვორდი, გამოსაცნობი სიტყვები სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან, შავი ყუთი, სექცია-სტუმარი და ბოლოს ბლიც-ტური კაპიტნებისთვის. თანაბარი შესაძლებლობები აჩვენეს გურამისა და შოთას გუნდებმა, მაგრამ ბლიც-ტურში აშკარა უპირატესობა აჩვენა გურამ მჟავანაძემ და საბოლოოდ 28 ქულით გახდა გამარჯვებული. 26 ქულით მეორე ადგილზე გავიდა შოთას გუნდი, ხოლო  ილიას გუნდმა 23 ქულა დააგროვა. შეჯიბრის ბოლოს გამოვავლინეთ სეზონის საუკეთესო მოთამაშე. ბავშვებმა ერთხმად დაასახელეს მე-8 ა კლასის მოსწავლე გურამ მჟავანაძე, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო და აქტიური მოთამაშე გახლდათ. გურამი დავასაჩუქრე დათო ტურაშვილის წიგნით ,,ჯინსების თაობა“, რომლის შესახებ კითხვაც მქონდა მომზადებული და მასზე, სწორედ გურამის გუნდმა გასცა სწორი პასუხი. თამაშზე მესწრებოდნენ სტუმრები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მანდატურები. ზოგიერთ მათგანს მომზადებული ქონდა შეკითხვა და სექცია-სტუმარში მიიღო მონაწილეობა. ასეთები იყვნენ: დავით ავალიანი-მე-10 ა კლასი, გოგიტა ლეთოდიანი და დავით კაკაბაძე-მე-12 ა კლასი. შეჯიბრი მხატვრულად გამიფორმა მე-10 ა კლასის მოსწავლემ მარიამ ტეფნაძემ, ფოტოები გადაგვიღო მე-10 ა კლასის მოსწავლემ მარიამ თოდაძე. ჩემი უცვლელი ასისტენტები იყვნენ მე-5 ბ კლასის მოსწავლეები ავთანდილ ზვიადაძე და გიორგი მუშკუდიანი, რომლებიც მეხმარებოდნენ დავალებების აკრეფასა და დროის სწორად განაწილებაში. შეჯიბრის ბოლოს მოსწავლეებმა დამიწერეს შთაბეჭდილებები, სადაც აღნიშნეს რომ ძალიან ბევრი რამ გაიგეს და ისწავლეს ამ 20 გაკვეთილის განმავლობაში და სურვილი გამოთქვეს მსგავსი თავისუფალი გაკვეთილების კიდე გაგრძელების. ბოლოს, დამშვიდოდბებისას ტკბილი შოკოლადითა და ცხელი ყავით გავუმასპინძლდი ბავშვებს, რომელზეც ასევე მომზადებული მქონდა კითხვა, საინტერესო ისტორიასთან ერთად და ეს ყველაფერი ე.წ. შავ ყუთში მქონდა მოთავსებული.
შთამბეჭდავად ჩატარდა ფინალური შეხვედრა და მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ ძალიან ნაყოფიერი იყო მათთვის თითოეული გაკვეთილი. სურვილი აქვთ მომავალშიც გააგრძელონ მსგავსი შეხვედრები.


სსიპ ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
 მასწავლებელი ნონა ახვლედიანი




















Комментариев нет:

Отправить комментарий