Страницы

ჩემი გაკვეთილები


                 გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
ნონა ახვლედიანი
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
             გეოგრაფია
             ინტეგრირებული
სწავლების საფეხური- საშუალო,  კლასი-X
თემა:იოანე საბანისძის ,,აბო თბილელის წამება“- გეოგრაფიული არეალი

დრო-45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი
21 მოსწავლე
(სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ შეძლოს ლიტერატურული და გეოგრაფიული ინფორმაციის შეჯამება და შექმნას ინფარმაციულ თვალსაჩინოება.
ამოკრიბოს ტექსტიდან სხვადასხვა სახის ინფორმაცია და დაახარისხოს მიზნობრივად.  შეადგენოს პერსონაჟის გადაადგილების სქემა. გამოიკვლიოს ნაწარმოებში წარმოდგენილი ბუნებრივ გარემო.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
 ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
·         ამყარებს კონტაქტს მსმენეთან.
·         გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი.
ქართ. X.5 მოსწავლეს შეუძლია შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე.
·         ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე.

ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
·         ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას( ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ)
 
ქართ. X 9.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
·         საუბრობს ნაწარმოებში პეიზაჟის, ინტერიერის ფუნქციაზე.


გეო.X.4 მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.
·         რუკისა და სხვა თავლსაჩინოების დახმარებით იკვლევს ქვეყნების ბუნებრივ პირობებს.
·         იკვლევს შესასწავლი ქვეყნის ტრადიციების წარმოშობის გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებს; ადარებს სხვა ქვეყნებს და ვარაუდობს, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციების მრავალფეროვნება ქვეყნის განვითარებისთვის.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები.
იცნობენ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს, ჟანრულ მრავალფეროვნებას. შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება. იცნობენ არაბეთის, ქართლის, ხაზარეთის, აფხაზეთის გეოგრაფიულ მდებარეობას.ფლობენ პრეზენტაციის უნარებს.
შეფასება
განმსაზღვრელი-განმავითარებელი-2 წთ
პრეზენტაცია, ჯგუფებში მუშაობა
სასწავლო მასალა და რესურსი
სახელმძღვანელო, ფლიფჩატები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი, რუკები, დავალების ბარათები, თაბახის ფურცლები.
აქტივობა-1
კითხვა-პასუხი-5 წთ
აქტივობის აღწერა
მოსწავლეთა მობილიზაციისა და ინტერესის გამოწვევის მიზნით,მონიტორზე წარმოდგენილი იქნება მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდი, რომელზეც ფოტოებთან ერთად იქნება კითხვები სავარაუდო პასუხებით. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით კითხვებს დავუსვამ მთელ კლასს.
1.სად დასახლდა არაბეთიდან ჩამოსული აბო?
2.ვისი შთამომავალი იყო აბო?
3.რამდენ ხანს იმყოფებოდა აბო ციხეში?
4.რომელი მდინარის ხეობაა ,,ოვსეთის კარი“?
5.რამდენი კაცი ახლდა ნერსე ერისთავს ამალაში?
6.რომელი მთაა ხაზარეთისკენ მიმავალ გზაზე?
7.ვისი შვილი იყო ნერსე ერისთავი?
8.სად მოინათლა აბო ქრისტიანად?
9.რომელ ფსალმუნს ამბობდა დასასჯელად გამზადებული აბო?
10.სიკვდილის წინ რამდენჯერ მოუქნიეს მახვილი აბოს?
11.ქალაქის რომელ მხარეს მოედინება მტკვარი?
12.რას შეადარა მწერალმა აბოს  წამების პირველ ღამეს ცაზე ვარსკვლავის გამობრწყინება?
13.რომელი ქალაქის მფარველია აბო?
აქტივობა-2
საშინაო დავალების პრეზენტაცია-6წთ
აქტივობის აღწერა
მოსწავლეები წარმოადგენენ საპრეტენზაციო ნამუშევრებს- ნაწარმოებებში წარმოდგენილი გეოგრაფიული ადგილები მე-8 საუკუნეში და დღეს.
ქართლი
ხაზარეთი
აფხაზეთი
აქტივობა-3
ჯგუფებში მუშაობა-20 წთ
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წერილს, რომელშიც წერია:
·         ,,მოგესალმებით! ჩევნს ქვეყანაში არაბეთიდან ჩამოვიდა ქრისტიან მომლოცველთა ჯგუფი, რომელთაც  სურვილი აქვთ მოინახულონ და გაიარონ ის გზა, რომელიც აბომ გაიარა ნერსე ერისთავთან ერთად. ამიტომაც, ჩვენი თხოვნაა, დაგვეხმაროთ ტურისტული გზამკვლევების დამზადებაში, რაც გაუადვილებს მომლოცველებს გადაადგილებას.“
·         ამის შემდეგ  მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს კონტურულ რუკებს, რუკებზე უნდა მონიშნონ აბოსა და ნერსე ერისთავის გადაადგილების მარშუტი.
·         მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს, მის მიერ წინასწარ მომზადებულ საინფორმაციო ფურცლებს, რომლებზეც წერია ინფორმაცია ყველა იმ გეოგრაფიული ადგილის შესახებ, რომელიც გაიარეს ნაწარმოების გმირებმა.
·         მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, მასწავლებლის მიერ მოწოდებული დ სახელმძღვანელოში(ქართული ენა და ლიტერატურა. X კლასი ავტორი:ვ.როდონაია) მოცემულ ტექსტში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შექმნან გზამკვლევები ყველა გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით: კლიმატი, ტრადიციები, კულტურული ღირშესანიშნაობები,მდებარეობა და ა.შ
Iჯგუფი- ქართლი და თბილისი
II ჯგუფი-ხაზარეთი და ,,ოვსეთის კარი“
III ჯგუფი-აფხაზეთი

აქტივობა-4
ჯგუფებში შესრულებული დავალებების პრეზენტაცია-7 წთ
აქტივობის აღწერა
ჯგუფის მიერ არჩეული ლიდერები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებებს. მათ მიერ დამზადებულ გზამკვლევებს განათავსებენ ტურისტულ კომპანიაში გასაგზავნ პოსტერზე, რომელიც წინასწარ გამოკრულია დაფაზე.

აქტივობა-5
აქტივობის აღწერა



აქტივობა-6
აქტივობის აღწერა
კითხვა-პასუხი-2 წთ
გაკვეთილის დასარულს, მასწავლებელი  მოსწავლეებთან ერთად აჯამებს ჩატარებულ აქტივობებს.
·         როგორ ფიქრობთ, გადაწყვეტილების მიღებისას, თავად აბოსთვის, ინებოდა მნიშვენლოვანი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ტრადიციები, გარემო პირობები?
·         როგორ ფიქრობთ, საინტერესო იქნება თქვენს მიერ დამზადებული გზამკვლევები უცხოელი ტურისტებისთვის?


·         საშინაო დავალება-1წთ.
 მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებს-,,საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა ქრისტიანობის განვითარების საქმეში“.
ბოლოს ურიგებს გასასვლელ ბარათებს, რომლებიც უნდა შეავსონ და ურჩევს, მეტი ცოდნა შეივსონ გეოგრაფიის გაკვეთილზე.
            გასასვლელი ბარათი-2 წთ
1.ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა..........


2.ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა............


3.მე მინდა მეტი ვიცოდე..........
















პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
           8-10 ქულა
    6-7 ქულა 
  3-5 ქულა
1-2 ქულა
სათაურთან და თემასთან შესაბამისობა
შეესაბამება სათაურს, საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას; კარგად აქვს ორგანიზებული (შესავალი, ძირითადინაწილი, დასკვნა).
მსჯელობს, მაგრამ თხრობისას დარღვეულია ლოგიკურიბა. თხრობის აკლია რომელიმე ელემენტი (შესავალი, ძირითადინაწილი, დასკვნა).
საკითხი არ არის სრულად გადმოცემული; ტერმინოლოგიას ვერ ფლობს.  აკლია ორგანიზებულობა
პრეზენტაცია არ შეესაბამება სათაურს. ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, არარის ორგანიზებული
არგუმენტები
,პარალელები
მსჯელობარგუმენტირებულად, დამაჯერებლად, მოჰყავციტატები, ავლებ  პარალელებს. გამოთქვამს ვარაუდებს.
მსჯელობა ჩანს, მაგრამ არის რამდენიმე არსებითი შეცდომა, არ ავლებს პარალელებს. უჭირს ვარაუდების გამოთქმა.

პასუხი მოიცავწაკითხული ინფორმაციიგაუაზრებელ გამეორებას; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკულ აზროვნების უნარს.
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია; პრეზენტაციძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია
რეგლამენტი, საკომუნიკაციო უნარები
იცავს რეგლამენტს, ფლობს საკომუნიკაციო უნარებს (ჟესტიკულაცია, ხმიტემბრი,აუდიტორიიფლობა)
უჭირს აუდიტორის ყურადღების მიპყრობა, ვერ იცავსრეგლამენტს.
ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,

არ იცავს რეგლამენტს.








ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა  






                       გაკვეთილის გეგმა   ქართულ ენასა და ლიტერატურაში

მასაწავლებელი
ნონა ახვლედიანი
საგანი და კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა      V  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
33
დრო
45წუთი
გაკვეთილის თემა
გაიცანით, თქვენი თანატოლი --- რევაზ ინანიშვილის მოთხრობა:  ,,შუშის ნამსხვრევები“ I ნაწილი
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ თანატოლების ბუნებას, ხასიათს,თვისებებს;
ამოიცნობენ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს;
შეძლებენ ტექსტის სიღრმისეულად გაგება-გააზრებას;
გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
შეძლებენ სიტყვის მნიშვნელობის დადგენას;
გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისადმი;
შეძლებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებას;
იმსჯელებენ ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე და მოძებნიან მათი გადაჭრის გზებს;
შეძლებენ ამოიცნონ ავტორის დამოკიდებულება პესონაჟებისადმი;
შეძლებენ განსაზღვრონ ავტორის მთავარი სათქმელი ნაწარმოებში;
შეძლებენ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას და სხვისის პატივისცემას;
შეძლებენ დაიცვან დროის ლიმიტი.


გამოყენებული მეთოდები და აქტივობები
გონებრივი იერიში-თავისუფალი წერა
მინი-ლექცია
სათაურის გააზრება
ვარაუდების გამოთქმა
ლექსიკური ერთეულების და გამოთქმების ახსნა
კითხვა ჯგუფებში (პაუზებით კითხვა)
ვიზუალური სქემების შევსება
დისკუსია
სააზროვნო და ფაქტობრივი კითხვების დასმა
მოლოდინების განსაზღვრა
გასასვლელი ბარათები


გაკვეთილის ეტაპები
Iფაზა-წაკითხვამდე
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებს;
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს შესასრულებელ სამუშაოს თავისუფალი წერის მეთოდის გამოყენებით.
მასწავლებელი მოსწავლეებს ახსნევინებს უცხო სიტყვებს;
მოსწავლებელი გამოთქვამენ ვარაუდებს.
                     
IIფაზა-კითხვის დროს
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს გამომეტყველებით;
მოსწავლეები ინდივიდუალურად  კითხულობენ ტექსტს;
ტექსტის წაკითხვის შემდეგ ავსებენ სქემებს ჯგუფებში; მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს სქემების შევსებაში;
მასწავლებებლი მოსწავლეებს ინდივიდუალაურად აძლევს დვალებას გრამატიკულ ერთეულებზე;

IIIფაზა-წაკითხვის შემდეგ
დისკუსია;
მასწავლებელი და მოსწავლეები სვამენ სააზროვნო და ფაქტობრივ შეკითხვებს;
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას;
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს;
მოსწავლეები ავსებენ გასვლის ბარათებს.





       ქალაქ ქუთაისის #15 საჯარო სკოლის მასწავლებლის ნონა ახვლედიანის
                       გაკვეთილის გეგმა   ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მასაწავლებელი
ნონა ახვლედიანი
საგანი და კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა      V  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
33
დრო
45წუთი
გაკვეთილის თემა
გაიცანით, თქვენი თანატოლი ---ოტია იოსელიანის  მოთხრობა:  ,,ჩხუბი მდინარესთან“
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ თანატოლების ბუნებას, ხასიათს,თვისებებს;
ამოიცნობენ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს;
შეძლებენ ტექსტის სიღრმისეულად გაგება-გააზრებას;
გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
შეძლებენ სიტყვის მნიშვნელობის დადგენას;
გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისადმი;
შეძლებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებას;
იმსჯელებენ ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე და მოძებნიან მათი გადაჭრის გზებს;
შეძლებენ ამოიცნონ ავტორის დამოკიდებულება პესონაჟებისადმი;
შეძლებენ განსაზღვრონ ავტორის მთავარი სათქმელი ნაწარმოებში;
შეძლებენ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას და სხვისის პატივისცემას;
შეძლებენ დაიცვან დროის ლიმიტი.


გამოყენებული მეთოდები და აქტივობები
გონებრივი იერიში-თავისუფალი წერა
მინი-ლექცია
სათაურის გააზრება
ვარაუდების გამოთქმა
ლექსიკური ერთეულების და გამოთქმების ახსნა
კითხვა ჯგუფებში (პაუზებით კითხვა)
ვიზუალური სქემების შევსება
დისკუსია
სააზროვნო და ფაქტობრივი კითხვების დასმა
მოლოდინების განსაზღვრა
გასასვლელი ბარათები


გაკვეთილის ეტაპები
Iფაზა-წაკითხვამდე
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებს;
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს შესასრულებელ სამუშაოს თავისუფალი წერის მეთოდის გამოყენებით.
მასწავლებელი მოსწავლეებს ახსნევინებს უცხო სიტყვებს;
მოსწავლებელი გამოთქვამენ ვარაუდებს.
                     
IIფაზა-კითხვის დროს
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს გამომეტყველებით;
მოსწავლეები ინდივიდუალურად  კითხულობენ ტექსტს;
ტექსტის წაკითხვის შემდეგ ავსებენ სქემებს ჯგუფებში; მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს სქემების შევსებაში;
მასწავლებებლი მოსწავლეებს ინდივიდუალაურად აძლევს დვალებას გრამატიკულ ერთეულებზე;

IIIფაზა-წაკითხვის შემდეგ
დისკუსია;
მასწავლებელი და მოსწავლეები სვამენ სააზროვნო და ფაქტობრივ შეკითხვებს;მოსწავლეები ავსებენ ჯიპრაიდის ბარათებს;
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას;
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს;
მოსწავლეები ავსებენ გასვლის ბარათებს.




       ქალაქ ქუთაისის #15 საჯარო სკოლის მასწავლებლის ნონა ახვლედიანის
                       გაკვეთილის გეგმა   ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მასაწავლებელი
ნონა ახვლედიანი
საგანი და კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა      V  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
33
დრო
45წუთი
გაკვეთილის თემა
გაიცანით, თქვენი თანატოლი ---ოტია იოსელიანის  მოთხრობა:  ,,ჩხუბი მდინარესთან“
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ თანატოლების ბუნებას, ხასიათს,თვისებებს;
ამოიცნობენ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს;
შეძლებენ ტექსტის სიღრმისეულად გაგება-გააზრებას;
გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
შეძლებენ სიტყვის მნიშვნელობის დადგენას;
გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისადმი;
შეძლებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებას;
იმსჯელებენ ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე და მოძებნიან მათი გადაჭრის გზებს;
შეძლებენ ამოიცნონ ავტორის დამოკიდებულება პესონაჟებისადმი;
შეძლებენ განსაზღვრონ ავტორის მთავარი სათქმელი ნაწარმოებში;
შეძლებენ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას და სხვისის პატივისცემას;
შეძლებენ დაიცვან დროის ლიმიტი.


გამოყენებული მეთოდები და აქტივობები
გონებრივი იერიში-თავისუფალი წერა
მინი-ლექცია
სათაურის გააზრება
ვარაუდების გამოთქმა
ლექსიკური ერთეულების და გამოთქმების ახსნა
კითხვა ჯგუფებში (პაუზებით კითხვა)
ვიზუალური სქემების შევსება
დისკუსია
სააზროვნო და ფაქტობრივი კითხვების დასმა
მოლოდინების განსაზღვრა
გასასვლელი ბარათები


გაკვეთილის ეტაპები
Iფაზა-წაკითხვამდე
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებს;
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს შესასრულებელ სამუშაოს თავისუფალი წერის მეთოდის გამოყენებით.
მასწავლებელი მოსწავლეებს ახსნევინებს უცხო სიტყვებს;
მოსწავლებელი გამოთქვამენ ვარაუდებს.
                     
IIფაზა-კითხვის დროს
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს გამომეტყველებით;
მოსწავლეები ინდივიდუალურად  კითხულობენ ტექსტს;
ტექსტის წაკითხვის შემდეგ ავსებენ სქემებს ჯგუფებში; მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს სქემების შევსებაში;
მასწავლებებლი მოსწავლეებს ინდივიდუალაურად აძლევს დვალებას გრამატიკულ ერთეულებზე;

IIIფაზა-წაკითხვის შემდეგ
დისკუსია;
მასწავლებელი და მოსწავლეები სვამენ სააზროვნო და ფაქტობრივ შეკითხვებს;მოსწავლეები ავსებენ ჯიპრაიდის ბარათებს;
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას;
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს;
მოსწავლეები ავსებენ გასვლის ბარათებს.





გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
ნონა ახვლედიანი , პირადი N60003009504
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური, კლასი
საშუალო საფეხური    XI-ა კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
27
გაკვეთილის ტიპი
სამოდელო/პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე
არ არის
გაკვეთილის თემა
აღზრდის როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში
 აკაკი წერეთლის პოემა ,,გამზრდელი“
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ შეძლოს:
·         მონაწილეობა მიიღოს საკლასო დისკუსიაში;
·         გამოკვეთოს ნაწარმოებში წარმოჩენილი პრობლემები;
·         გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება;
·         დაუკავშიროს დღევანდელ საზოგადოებაში გაჩენილ პრობლემებს.
·         მოძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით მისაღწევი შედეგები
ქართ.XI.1.მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა(ზეპირი გამოსვლაკონკრეტულ აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემიგანმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ  მოსაზრებას;
ქართ.XI.2 მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმე            და კრიტიკულად შეფასება.
          გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან  და  შენიშნავს   მსგავსება-განსხვავებას;
ქართ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტებიგაანალიზება მათში ასახული ინფორმაციისთემებისიდეებისადა პრობლემატიკის თვალსაზრისით.
·         აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული  პრობლემის გადაჭრის  გზებზე; 
ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა.
წერს ესეის, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით  მსჯელობს  მოცემული  თემის, პრობლემების  შესახებ (ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს   პარალელებს);
საჭირი წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
წაკითხული და შესწავლილი აქვს ნაწარმოები.
ფლობს პრობლემის არსის, გამომწვევი მიზეზების, გადაჭრის გზების ძიების, ვარაუდების გამოთქმის, მსჯელობის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარებს.
შეფასება
·         გაკვეთილზე ჩართულობა
·         პრეზენტაცია
·         ჯგუფური მუშაობა
·          დისკუსია
სასწავლო მასალა და რესურსები
ფლიპჩარტები, მარკერები, თაბახის ფურცლები,კომპიუტერი, შესაბამისი ლიტერატურა, სლაიდ-შოუ.
აქტივობა-1-2წთ
კლასის ორგანიზება. გაკვეთილს ვიწყებ კლასთან მისალმებით და მოსწავლეთა განწყობის გარკვევით.ვაცნობ გაკვეთილის მიზნებს.

აქტივობა-2-7 წთ
მოსწავლეთა მოტივირების  და წინარე ცოდნის გამოწვევის მიზნით ვსვამ კითხვებს:
როგორ ფიქრობთ, რატომ სჩადიან ადამიანები დანაშაულს?
დაფაზე ვადგენ ასოციაციურ რუკას, რომელზეც დაფიქსირდება მოსწავლეთა პასუხები.

რა განსაზღვრავს ადამიანის  დანაშაულისკენ მიდრეკილებას, აღზრდა თუ ბუნება? (კითხვა- პასუხი)

აქტივობა-3-10წთ
ჯგუფური მუშაობა-დაფაზე გავაკრავ ფორმატს, რომელზეც იქნება დაწერილი მთავარი ფრაზა ტექსტიდან:
,,მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს თუ ბუნებამც არ უშველა“.
მოსწავლეებს დავურიგებ ფურცლებს და მივცემ დავალებას ჯგუფებში შესასრულებლად- დაახასიათეთ და იმსჯელეთ  პერსონაჟების ხასიათის შესახებ. რა ქმნის პრობლემას, მათი აღზრდა თუ ბუნება?
1 ჯგუფი-ბათუ
2 ჯგუფი-საფარ-ბეგი
3 ჯგუფი-ზია-ხანუმი და ნაზიბროლა
4 ჯგუფი-ჰაჯი-უსუბი
აქტივობა-4-10წთ
პრეზენტაცია
აქტივობა-5-12წთ
დისკუსია
სადისკუსიო კითხვა-რატომ ეუბნება ბათუ საფარს:
,,წადი, ნახე ის მოძღვარი,
 ვინც შვილივით გამოგზარდა,
და უამბე შენი პირით,
რაც სირცხვილი დაგემართა!“
როგორ ფიქრობთ,რა უფრო დიდი სასჯელი იქნებოდა საფარ-ბეგისთვის, სიკვდილი თუ სიცოცხლე?
თქვენი აზრით, როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანმა დანაშაულისკენ მიდრეკილ საკუთარ ბუნებას? რაშია გამოსავალი?
თქვენ როგორ მოიქცეოდით ბათუს ადგილას რომ ყოფილიყავით?
როგორ მოიქცეოდით ჰაჯი-უსუბის ადგილას?
აქტივობა-6-3წთ

შეფასება- განმავითარებელი და განმსაზღვრელი
აქტივობა 7- 1წთ
საშინაო დავალება-ესე-,,სინდისი-მკაცრი მსაჯული“





საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა
კრიტერიუმები
ძალიან კარგად
კარგად
საშუალოდ
ცუდად
მსჯელობაში მონაწილეობა
აქტიურად მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლსო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
სათქმელის ლოგიკურად და ნათლად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად;საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად ;საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად
საკითხს გადმოსცემს გასაგებად,თუმცა ხარვეზებით
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის არგუმენტირებულად და დადამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის დადამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას
ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას
იშვიათად ან  ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას
ტექსტზე მუშაობა
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას;ამოიწერს და განმარტავს კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის აზრობრივ რულებს
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას;ამოიწერს  კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის აზრობრივ რუკებს
დახმარების გარეშე ვერ ახარისხებს ინფორმაციას
უჭირს ან ვერ ახარისხებს ინფორმაციას
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
კორექტულად გამოხატავს სხვისი აზრის პატივისცემას მაშინაც კი,როცა არ ეთანხმება მას
გამოხატავს სხვისი აზრის პატივისცემას
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს და არც საკუთარ აზრს გამოხატავს



ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
ძალიან კარგად
კარგად
საშუალოდ
ცუდად
ჯგუფში წევრების ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში,ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში,თუმცა ყველა თანაბრად არ ინაწილებს პასუხისმგებლობას
უმეტესობა ჩართულია ჯგუფის მუშაობაში,დანაჩენები მხოლოდ მსმენელები არიან
მუშაობს მხოლოდ ერთი,დანარჩენები პასიური მსმენელები არიან
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის  უნარი, შეუძლიათ თანამშრომლობა
გადანაწილებული აქვთ მოვალეობები,  ახერხებენ თანამშრომლობას
განაწილებული აქვთ მოვალეობები,თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებენ თანამშრომლობას
არ აქვთ თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარი
დავალების წერილობით ჩამოყალიბება
  წარმოდგენილი დავალება აზრობრივად, ლოგიკურად და ენობრივად  გამართულია
წარმოდგენილი დავალება აზრობრივად, ლოგიკურად და ენობრივად  გამართულია,თუმცა შეინიშნება ენობრივი ხარვეზები
დავალება სერიოზული ხარვეზებითაა წარმოდგენილი
წარმოდგენილი დავალება გაუმართავია
მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა
 მოძიებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება დავალებას
 მოძიებული ინფორმაცია  შეესაბამება დავალებას
 მოძიებული ინფორმაცია რამდენადმე შეესაბამება დავალებას
 მოძიებული ინფორმაცია არ შეესაბამება დავალებას
დროის ლიმიტი
სრულად იცავენ დროის ლიმიტს
 იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
არ  იცავენ დროის ლიმიტს
   



პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2



ხელისმოწერა:ნონა ახვლედიანი
თარიღი:12 აპრილი 2018 წელი





 სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი , გვარი და პირადი ნომერი:ნონა ახვლედიანი, პ/ნ  60003009504
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური: მე- 5ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 22 .   სსსმ მოსწავლე  - არ არის
გაკვეთილისთემა: ,,საკუთარი სიცოცხლის შემოკლება“ მუხრან მაჭავარიანი
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო/პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლემ  შეძლოს მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზების უნარის განვითარება;
·         მოსწავლემ შეძლოს ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენების უნარის განვითარება;
·         მოსწავლემ შეძლოს დისკუსიაში მონაწილეობის უნარის განვითარება;
·         მოსწავლემ შეძლოს ბუნებასა  და ქართულ ენაში შექმნილი პრობლემების გააზრების საწყისი უნარებისა და პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზების პოვნის უნარის განვითარება;
·         მოსწავლემ შეძლოს მასწავლებელთან და თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარის განვითარება უკეთესი შედეგების მისაღწევად.

ქართ.V.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

·         ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას;
·         გამოდის წყვილის, ჯგუფისა და კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს
.ქართ.V.5 მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.

·         ჯგუფთან ერთად ირჩევს საკამათო თემას;განსაზღვრავს დისკუსიის წესებს;რეგლამენტს, რიგითობას, ეტიკეტს, იცავს     კორექტულობას.
·         ყურადღებით ისმენს ჯგუფის თითოეული წევრის აზრს, ალაგებს გამოთქმულ მოსაზრებებს გარკვეული  პრინციპით.
      ქართ.V.8 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.

·         გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან;
·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
.ქართ.V.9 მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი;
·         მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუთარ პოზიციას;
·         აფასებს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან.
ქართ.V.12. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
·         სხვადასხვა საშუალებით ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას;
·         იყენებს სხვადასხვა ტიპის ხერხს, რომლებიც ხელს უწყობს ტექსტის გაგებას;



N
აქტივობის    აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს  გაკვეთილის თემას  და მიზანს.
დაფაზე გაკრული ფლიპჩარტების მეშვეობით აცნობს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკების შესახებ.
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
გაკვეთილის მიზნები, შეფასების რუბრიკა,
პროექტორი, ფლიპჩარტი
2 წთ
2.











3.












4.











5.




































გამოწვევის ფაზაზე წინარე ცოდნის გააქტიურებისა და  მოტივაციის მიზნით ვაჩვენებ
ვიდეორგოლს-ბუნების  თემაზე  (https://www.youtube.com/watch?v=imVlGxbHxEo)
ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვებს:
რა მოგეწონათ და რატომ?
როგორია თქვენი შთაბეჭდილება ნანახი ვიდეოს შესახებ?
როგორ ფიქრობთ, რა თემაზე იქნება ჩვენი გაკვეთილი?


ახალი ტექსტის წაკითხვამდე, ტექსტის შინაარსის უკეთ გაგების მიზნით,  დაფაზე გავაკრავ სქემას, სადაც ჩამოწერილია უცხო სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც გვხვდება ტექსტში:
ეროზია-ნიადაგის დაშლა
დაფშხალა-(კუთხ.)დაზიანება
დააჯლიგინებენ-(კუთხ.)დაატარებენ
მთა-გორები შემოაბღოტეს-მთა-გორები შემოატარეს
თავს არავინ იცხელებს-(ფრაზ.) თავს არავინ იწუხებს
იტოშებს-გაიოცებს


ახალი მასალის ახსნის მიზნით მოსწავლეებს  ვთხოვ  ჩუმად წაიკითხონ მუხრან მაჭავარიანის თხზულება ,,საკუთარი სიცოცხლის შემოკლება“








ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ სამუშაო რვეულის ფურცელი გაყონ ვერტიკალური ხაზით ორ ნაწილად.  შემდეგ ვეუბნები წაიკითხონ ტექსტი და შეარჩიონ ის ფრაზა, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მათზე,ეს ფრაზა  ჩაწერონ რვეულის მარცხენა გრაფაში, ხოლო მარჯვენა გრაფაში  დაწერონ უარყოფითი ან დადებითი ემოციები იმის შესახებ, თუ რა პრობლემამ დააფიქრათ. დემონსტრირების მიზნით გავაკრავ წინასწარ გამზადებულ ,,ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის სქემას  და ვაკეთებ  მსგავს ჩანაწერს. მოსწავლეებს ვუხსნი, რომ შეუძლიათ 2-3 ჩანაწერი გააკეთონ. ამის შემდეგ ვთხოვ მოხალისეებს თავიანთი ნააზრევი თანმიმდევრულად გაუზიარონ  თანაკლასელებს. (დანართი-1)


შემდეგ  მოსწავლეებს ვუსვამ   კითხვებს:

1.რა შედეგი მოჰყვა ტყეების გაჩეხვას?
2.ტექსტში ჩამოთვლილია ადამიანის ბუნებისადმი უსულგულო დამოკიდებულების რამოდენიმე ფაქტი. რა ფაქტებია ეს?
3.ტექსტის მიხედვით, რა კავშირშია ერთმანეთთან ბუნება  და ენა?
4.როგორ ფიქრობთ, დღევანდელ დღეს მოგვარებულია თუ ისევ თავს იჩენს ეს პრობლემები?

მოსწავლეთა პასუხების მიხედვით ფლიპჩარტზე ჩამოვწერ ნაწარმოებში გამოკვეთილ პრობლემებს.
სადემონსტრაციო მეთოდი




ითხვა-პასუხი





ვერბალური
მეთოდი











ჩუმი კითხვა











კითხვისა და წერის  მეთოდი


ორმხრივ ჩანაწერთა დღიური












კითხვა-პასუხი























მთელ კლასთან





მთელ კლასთან






მთელ კლასთან











მთელ კლასთან











მთელ კლასთან


















მთელ კლასთან





















კომპიუტერი
პროექტორი
ვიდეო-რგოლი

https://www.youtube.com/watch?v=imVlGxbHxEo)







ფლიფჩარტი
ფერადი მარკერები









მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელძღვანელო(ავტორი-ნ.მაღლაკელიძე)





მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელძღვანელო(ავტორი-ნ.მაღლაკელიძე)








მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელძღვანელო(ავტორი-ნ.მაღლაკელიძე)














3 წთ











2წთ.











3 წთ












10 წთ


















3წთ.






















7.














.
მოსწავლეებს ვთხოვ გაითვალონ პირველიდან სამამდე და შესაბამისად გადანაწილდნენ სამ ჯგუფად. მოსწავლეებს შევახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს, დროის ლიმიტს.  დავურიგებ  სამუშაო ფურცლებს, ფერად მარკერებს და ვაძლევ დავალებებს:
1 ჯგუფი- როგორ მოაგვარებდით ტყის პრობლემებს?
2 ჯგუფი-როგორ მოაგვარებდით ცხოველების და ფრინველების პრობლემებს?
3 ჯგუფი-როგორ მოაგვარებდით ქართულ ენაში გაჩენილ პრობლემებს?
(დავალების შესრულება შეიძლება ნახატით, კომიქსით და სიტყვიერად-მოსწავლეთა სურვილისამებრ)
თითოეული პრეზენტატორი წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის მათეულ ვერსიას და  ფლიპჩარტს აკრავს სათანადო ადგილას. 
პრაქტიკული
სამუშაო










პრეზენტაცია
ჯგუფური
მუშაობა




ფლიფჩარტები
ფერადი მარკერები სამუშაო ფურცლები
12 წთ
8.








9.








10.
11.
 ნამუშევრების წარმოდგენის შემდეგ  მოსწავლეებს ვახსენებ დისკუსიის წესებს.  პროექტორით ვაჩვენებ სადისკუსიო კითხვებს:
1.თქვენი აზრით, რატომ უწოდა მწერალმა ამ ნაწარმოებს ,,საკუთარი სიცოცხლის შემოკლება“ ?
2.როგორ გავიხანგრძლივოთ  სიცოცხლე?
3. როგორ გადავარჩინოთ ქართული ენა გაღარიბებისგან ?

აქცია-პერფომანსი  მუსიკის ფონზე
თამარ გვრედწითელი სიმღერა-,,ჰიმნი ბუნებას“
(https://www.youtube.com/watch?v=kXG0ads20BI)
მოსწავლეებს დავურიგებ წითელ და მწვანე ფურცლებს, რომლებზეც წერია ბარბარიზმები, ქართული ენის მართებული ფორმები, ბუნების დაცვის  შესახებ მოწოდებები, რომლებსაც ისინი შეძახილებით წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე.
ამის შემდეგ შევაჯამებ დისკუსიას.

შეფასება - მასწავლებელი კომენტარებით (განმავითარებელი / განმსაზღვრელი) აფასებს მოსწავლეებს
საშინაო დავალება:  გაკვეთილზე შეძენილ  ცოდნაზე დაყრდნობით  მოიძიონ უფრო მეტი ინფორმაცია ადამიანის და ბუნების დამოკიდებულების შესახებ და დაწერონ ესე:
ü  ჩემი თვალით დანახული ბუნება
ü  მე და ბუნება
ü  ჩემი ოთხფეხა მეგობრები
ü  ბუნების ენა
დისკუსია









სადემონსტრაციო მეთოდი






ვერბალური მეთოდი

ვერბალური მეთოდი
მთელ კლასთან









მთელ კლასთან







მთელ კლასთან


მთელ კლასთან
პროექტორი









ფერადი ფურცლები
კომპიუტერი
(https://www.youtube.com/watch?v=kXG0ads20BI




პროექტორი





7წთ

















2 წთ.


1წთ.





გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         მოსწავლემ შეძლო  მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება;
·         მოსწავლემ ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით თავი გაართვა სხვადასხვა სტატეგიების გამოყენებას;
·         მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა დისკუსიაში;
·         მოსწავლემ შეძლო ბუნებასა და ქართულ ენაში შექმნილი პრობლემების გააზრება და მათი გადაჭრის სავარაუდო გზების პოვნა;
·         მოსწავლემ შეძლო  ინდივიდუალური და ჯგუფური თანამშრომლობა  თანაკლასელებთან და მასწავლებელთან უკეთესი შედეგების მისაღწევად. 
















შეფასება:  გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა


ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
         კარგად
       საშუალოდ
        ცუდად
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია



ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს



ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ(აზრრის გამოხატვის თანაბარი პირობები)



ჯგუფი პრეზენტაციის დროს წარმოადგენს მთავარ იდეას,აკეთებს დასკვნებს



ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს



ჯგუფი იცავ დროის ლიმიტს














დანართი-1
                          ორმხრივ ჩანაწერთა დღიური
             ფრაზა
ემოციური კომენტარი




ხელმოწერა:  ნ.ახვლედიანი
თარიღი:   21 მაისი 2018 წელი













გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნონა ახვლედიანი  პ/ნ 60003009504
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:დაწყებითი, VIბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის თემა: ბახტრიონის აღება(ხალხური ლეგენდა)
გაკვეთილის ტიპი:სამოდელო/ინტეგრირებული- ქართული/ჩვენი საქართველო
გაკვეთილისმიზანი:
·         მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მოსმენა, გაგება-გააზრება, მსჯელობა და დასკვნის გამოტანა;
·         მოსწავლემ შეძლოს მითების, ისტორიული მოვლენების და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება;
·         მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ტექსტის ინტერპრეტირება, შეფასება და  შთაბეჭდილების გადმოცემა;
·         მოსწავლემ შეძლოს ტექსტში ისტორიული ფაქტისა  და გამოგონილი ამბის დადგენა და ამოკრება.
ქართ.დაწყ.(II).2.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულისხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
·         მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირზე;
ქართ.დაწყ.(II).6.მოსწავლემ  უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა,   გაგება და გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების/დეტალების გათვალისწინებით.
·         გაწაფულად კითხულობს ნაცნობ და უცნობ ტექსტებს;
·         ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან;
ქართ.დაწყ.(II).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტების ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება;ტექსტების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული განწყობილების და შთაბეჭდილების გადმოცემა.
·         ასოციაციურად უკავშირებს ერთმანეთს მხატვრულ ამბავსა და რეალურ მოვლენებს;
საზ.მეც.დაწყ.(II).2..ლეგენდებისა და მითების, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ლოკალურ    გარემოსთან დაკავშირება;ქვეყნის განვითარებაში პიროვნების როლის გაცნობიერება;
საზ.მეც.დაწყ.(II).4. რუკის ლეგენდაში მოცემული პირობითი ნიშნების საშუალებით რუკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა;
#
აქტივობის აღწერადა მიზანი
გამოყენებული მეთედები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1.
მიზანი:პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა.
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს ,აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და
პროექტორის საშუალებითაცნობს გაკვეთილის  თემას და მიზანს; ასევე აცნობსშეფასების რუბრიკებს, რომლებიც გამოკრულია საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.

ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
გაკვეთილის მიზნები;
შეფასების რუბრიკები;
კომპიუტერი;
პროექტორი.
2 წთ.
2.
მიზანი:წინარე ცოდნის  განმტკიცება,მოტივაცია და განწყობის ამაღლება.
მასწაავლებელი სხვამს კითხვას:
ჩამოთვალეთ საქართველოს რომელი ისტორიული კუთხეები იცით?
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს რუკაზე აჩვენონ მათ მიერ დასახელებული კუთხეები. მასწავლებელი აჩვენებს სლაიდით კახეთის სურათებს და ეკითხება მოსწავლეებს, საქართველოს რომელი კუთხეა წარმოდგენილი ამ სლაიდებზე?
 რატომ ფიქრობთ ასე?
 მოსწავლეთა პასუხების მიღების შემდეგ  მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს  ბახტრიონის ციხის აღების ეპიზოდს ფილმიდან ,,ბაში-აჩუკი“ . ფილმის ყურების შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას?
როგორ ფიქრობთ, რა ხდება ამ კადრის მიხედვით?
რა იცით ლეგენდის შესახებ?
რომელი ლეგენდა იცით?
რასნიშნავს ისტორიული ფაქტი?
თქვენს მიერ დასახელებული ლეგენდიდან რომელი იყო ისტორიული  ფაქტი?

სადემონსტრაციო მეთოდი.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
დაფა, ცარცი,
კომპიუტერი, პროექტორი, ნაწყვეტი ფილმიდან.
com/watch?v=
RniqHTfzQPE
6წთ.
3.
მიზანი:ტექსტის კითხვა, გაგება-გააზრება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს  ინსტრუქციას ტექსტის წასაკითხად. ტექსტი არის ხალხური ლეგენდა ,,ბახტრიონის აღება“,რომელიც უნდა წაიკითხონ ხმამაღლა,გაწაფულად. კითხვისდაწყებამდე ფლიფჩარტით აჩვენებს უცხო სიტყვებს და გამოთქმებს, რომლებიც შეხვდებათ ტექსტში:
დესპანი-ელჩი,ერთისახელმწიფოდან მეორეში წარგზავნილი პირი.
ვიწროში მოატანა(იდ.)-დრო შეარჩია, როცა უჭირდა მასინ დაატყდა თავს.
ზურგის გამაგრება(იდ.)-დახმარება, შველა, მხარის დაჭერა.
კვალში ჩადგომა(იდ.)-ვისიმე მოქმედების, საქმიანობის ან რაიმე მოვლენის გულდასმით შემოწმება, გამოკვლევა, გამოჩხრეკვა.
ტექსტს კითხულობს 4-5 მოსწავლე ხმამაღლა გაწაფული კითხვით.
ტექსტის წაკითხვის  შემდეგ მასწავლებელი სხვამს კითხვებს:
1.რა იცით ბახტრიონის აჯანყების შესახებ?
2.რატომ ყოყმანობდა მეფე, გაელაშქრა თუ არა სპარსელებზე?
3.რა გეგმა შეიმუშავეს მეფემ და თუშებმა?
4.რომელი ისტორიული პიროვნებაა ნახსენები ლეგენდაში?
5.როგორ ფიქრობთ, რატომ გაიმარჯვეს ქართველებმა ბახტრიონის აჯანყებაში?



ვერბალური მეთოდი
კითხვა-პასუხი














კითხვის მეთოდი
ხმამაღალი კითხვა
კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
















მთელი კლასი
სახელმძღვანელო
ქართ.ლიტ. (Iნაწილი) ბაკურ სულაკაური გამომცემლობა,ავტორები:
ნ.გორდელაძე, გ.ჩხენკელი,
თ.კუხიანიძე.


დაფა, ცარცი
12წთ
4.
მიზანი:თანამშრომლობითი და ურთიერთშეფასების უნარის განვითარება.
მასწავლებელი კლასს ყოფს ოთხ ჯგუფად. შეახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს. დაურიგებს დავალებებს . აქვე შეახსენებს, რომ ჯგუფური მუშაობის დროს გამოიყენებენ ურთიერთშეფასების რუბრიკას, რომელიც უდევთ სამუშაო მაგიდებზე.      ჯგუფები ირჩევენ ლიდერებს, რომლებიც აკეთებენ პრეზენტაციას მუშაობის დასრულების შემდეგ.
I.ჯგუფი-ამოკრიბეთ ტექსტიდან და დაახარისხეთ ისტორიული ფაქტები და გამოგონილი ამბები.შეავსეთ ცხრილი(იხ.დანართი-1)
II.ჯგუფი-ამოკრიბეთ ინფორმაცია ტექსტში ნახსენები ისტორიული ადგილების შესახებ და ეს ადგილები მონიშნეთ რუკაზე.(იხ.დან.2)
III.ჯგუფი-ამოკრიბეთ ინფორმაცია ტექსტიდან ისტორიული პირების შესახებ და ისაუბრეთ მათი დამსახურების შესახებ ბახტრიონის აჯანყებისას. შევასეთ პერსონაჟის დახასიათების რუკა.(იხ.დან.3)
IV.ჯგუფი-ამოკრიბეთ ტექსტიდან ეპიზოდები ქართველთა სტრატეგიული გეგმის შესახებ, რომლის საშუალებითაც დაამარცხეს მტერი და მონიშნეთ რუკაზე გაქცეული მტრის გადაადგილების მარშრუტი.(იხ.დან.2)
პრეზენტაცია

პრაქტიკული მეთოდი
ჯგუფური
ფლიფჩარტები, მარკერები, სამუშაო ფურცლები, კალმები, ფერადი ფურცლები,
სახელმძღვანელო
ქართ.ლიტ. (Iნაწილი) ბაკურ სულაკაური გამომცემლობა,ავტორები:
ნ.გორდელაძე, გ.ჩხენკელი,
თ.კუხიანიძე.

15წთ
5.
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს სადისკუსიო კითხვებს:
ა)რა გავიგეთ ამ ლეგენდიდან?
ბ)რა ისტორიული მნიშვნელობა ქონია ბახტრიონის აჯანყებას?
გ)რა წვლილი შეიტანეს ამ ადამიანებმა საქართველოს ისტორიაში?
დ) თქვენთვის, რით იყო ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანი?
დისკუსია
მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი,
სადისკუსიო კითხვები
5წთ
6.
საშინაო დავალება-ლეგენდა თხრობით
წერითი დავალება-,,ჩემი გმირი წინაპრები“.
ვერბალური მეთოდი
მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი, ეკრანი
2წთ

7.
შეფასება  - განმავითარებელი

ვერბალური მეთოდი
დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია
შეფასების რუბრიკები
თვითშეფასების  და ურთიერთშეფასების რუბრიკები.
3წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         მოსწავლემ შეძლო ტექსტის მოსმენა, გაგება-გააზრება, მსჯელობა და დასკვნის გამოტანა;
·         მოსწავლემშეძლო მითების, ისტორიული მოვლენების და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება;
·         მოსწავლემ შეძლო წაკითხული ტექსტის ინტერპრეტირება, შეფასება და  შთაბეჭდილების გადმოცემა;
·         მოსწავლემ შეძლო ტექსტში ისტორიული ფაქტისა  და გამოგონილი ამბის დადგენა და ამოკრება.

შეფასების რუბრიკები
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
საუკეთესო

კარგი

საშუალო

დაბალი

აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს და წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ხშირად მონაწილეობს
მეტ-ნაკლებად მონაწილეობს
არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
მეტყველებს გამართულად,აქვს მდიდარი ლექსიკა
მეტყველებს გამართულად,იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
მეტ-ნაკლებად გამართულად მეტყველებს
ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს,უჭირს გამართულად საუბარი
საკუთარი აზრის დსაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს თავის მოსაზრებას
მეტ-ნაკლებად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
ფლობს აუდიტორიას
ყოველთვის ამყარებს აუდიტორიასთან როგორც ვერბარულ ისე  არავერბალურ კონტაქტს,მიზნობრივად იყენებს მიმიკას,ჟესტიკულაციას,ინტონაციას
ხშირად ახერხებს აუდიტარიასთან კავშირის დამყარებას.მიზნობრივად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებს. ახერხებს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას
მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას.იყენებს არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებს თუმცა არა მიზნობრივად
უჭირს,უმეტესად ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.








დისკუსიის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
კარგად
საშუალოდ
ცუდად
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს



მსჯელობს არგუმენტირებულად



აკეთებს დასკვნებს



იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს



კორექტულია ოპონენტის მიმართ,ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს




                                             ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
         კარგად
       საშუალოდ
        ცუდად
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია



ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს



ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ(აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)



ჯგუფი პრეზენტაციის დროს წარმოადგენს მთავარ იდეას,აკეთებს დასკვნებს



ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს



ჯგუფი იცავ დროის ლიმიტს




















გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა

რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?
რა გააკეთე კარგად?
რა ვერ გააკეთე ?
რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?

ხელისმოწერა: ნონა ახვლედიანი
11.12.2018















დანართი-1
ისტორიული ფაქტი
გამოგონილი ამბავი


დანართი-2 კონტურული რუკა

დანართი-3 პერსონაჟის რუკა
პერსონჟი/პერსონაჟები
როგორია?
სად გვხვდება?
რა დამსახურება აქვს ამ ბრძოლაში?









Комментариев нет:

Отправить комментарий