დღეს გაიმართა ჩვენი კლუბის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა კლუბის წევრები: მეხუთე, მეექვსე კლასის მოსწავლეები. წასაკითხად ქონდათ მიცემული რევაზ ინანიშვილის ნოველები, რომელთა შორის სადისკუსიოდ უნდა მოემზადებინათ ,,შორი თეთრი მწვერვალი".
დისკუსიის გამართვამდე ბავშვებში ჩავატარე ანკეტური გამოკითხვა:
(
(ნახატის ავტორი: თამარ სირაძე, მე-10 ა კლასი)დისკუსიის გამართვამდე ბავშვებში ჩავატარე ანკეტური გამოკითხვა:
მოსწავლის სახელი, გვარი:
კლასი:
ანკეტური
გამოკითხვა
1.გიყვართ თუ არა კითხვა?
ა. კი
ბ.არა გ.არც ისე
2.რა დროს უთმობთ კითხვას?
ა. 30 წუთი ბ. 1 საათი გ.მეტი
3. რომელი ჟანრის ლიტერატურა მოგწონთ?
ა. მხატვრული ბ.დეტექტიური
გ.სათაგადასავლო
4.ყოველდღიურად რა ტიპის ტექსტთან გიწევთ შეხება?
ა. საინფორმაციაო
ბ.სამეცნიერო გ.
მხატვრული
5.როგორ წიგნები მოგწონთ ?
ა. დასურათებული ბ.
3 D გ. ხმოვანი
6.წიგნის შეძენისას რას აქცევთ ყურადღებას?
ა.სათაურს
ბ.ავტორს გ. გაფორმებას
7. მოგწონთ თუ არა სასკოლო ლიტერატურა?
ა.კი ბ. არა გ. არც ისე
8.როგორი ტიპის კითხვა გიყვართ?
ა. მიყვარს
კომპიუტერში კითხვა
ბ.მიყვარს წიგნში
კითხვა
გ.მიყვარს
სხვა რომ მიკითხავს
9. რა გირჩევნიათ დაბადების დღეზე რომ გაჩუქონ?
ა. ტორტი ბ.ტანსაცმელი
გ.წიგნი
10. სად გიყვართ კითხვა?
ა.სახლში
ბ.ბუნებაში
გ.ტრანსპორტში
დამისახელეთ თქვენი საყვარელი ავტორი და ნაწარმოები:ქართველი-
უცხოელი-
მადლობა, გულწრფელი პასუხებისთვის!
შემდეგ გაიმართა დისკუსია.დისკუსიის წარმართვა დაევალა კლუბის ლიდერ ჯაბა სვანიძეს. ჯაბამ საინტერესო კითხვები დაუსვა კლუბის წევრებს.ბავშვებმა თავისუფლად გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, თუ რატომ მოეწონათ ნოველა, რამ დააფიქრათ. გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება პესრსონაჟების მიმართ.
შეხვედრაზე ბავშვებმა წაიკითხე რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,დამრიგებელი", რომლის შესახებაც გამოთქვეს თავიანთი შთაბეჭდილებები. ისაუბრეს მასწავლებლის როლზე მოსწავლის აღზრდის საკითხებში. გამოთქვეს სურვილი რომ მასწავლებელი უპირველეს ყოვლისა მათი სულიერი მეგობარი უნდა იყოს. ერთმანეთს შეადარეს ორივე ნოველის პერსონაჟი მასწავლებელი. მათი შენიშვნები და სურვილები საინტერესო და ნამდვილად ყურადსაღებია.
ჯგუფის ლიდერმა ჯაბამ მომავალი შეხვედრისათვის კლუბის წევრებს ურჩია წაიკითხონ ანტუან დე სენტ-ეგზუპერის ,,პატარა უფლისწული"
ასე საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი შეხვედრა. ბავშვებმა ბოლოს თავიანთი შთაბეჭდილებები ფერად ფურცლებზე დაწერეს და სამახსოვროდ დაუტოვეს კლუბს.
8 ნოემბერი 2017 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий