Страницы

კლუბი ,,ჯადოსნური კიდობანი" წესდება

წიგნის კლუბ „ჯადოსნური კიდობნის წესდება
                      ზოგადი დებულებები
სსიპ ქუთაისის #15 საჯაროს სკოლის წიგნის კლუბი ,,ჯადოსნური კიდობანი“ დაფუძნებულია ამავე სკოლის მოსწავლეებისა და მათი პედაგოგის ნონა ახვლედიანია მიერ.ის არის სკოლის ბაზაზე  ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,  საერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
     1.კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია. წიგნის  კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში. კლუბის საქმიანობა გრძელდება ერთი წლით.


 2. კლუბი მუშაობას წარმართავს  ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით
3.  კლუბი იქმნება  სკოლის  სახელმწიფო ქონების  საფუძველზე და მის  კონტროლსხორციელებს დირექცია  და  სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით.
4. კლუბს აქვს  წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში
5. კლუბის მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რეზო თაბუკაშვილის ქუჩა #10 მე-15 საჯარო სკოლა.


                                                   კლუბის მიზანია:

 ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა.
ბ) წიგნიერების განვითარება.
გ)მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია.
დ)კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება.
ე)მოსწავლეთა მოტივირებისა და ინტერესების ხელშეწყობა.
ვ)დისკუსიის, შემოქმედებითი, ანალიტიკური და წერითი უნარების განვითარება.                 
                             კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი:
1.კლუბი უფლებამოსილია, კანონმდებლობის დაცვით, განახორციელოს საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებსა და ინტერესებს.
2.კლუბის წევრი ვალდებულია იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს, შესრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. კლუბის წევრი  მონაწილეობს წიგნების ერთობლივ შერჩევაში და დათქმულ ვადაში კითხულობს მას.ასევე მონაწილეობს წაკითხული წიგნის განხილვაში.
4. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
   
                                    კლუბის სტრუქტურა
კლუბი შედგება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 მოსწავლისა.კლუბის წევრები იკრიბებიან თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა.შეხვედრის ადგილი განისაზღვრება საჭიროების მიხედვით( სკოლა, ბიბლიოთეკა, ღია ცის ქვეშ). შეხვედრის ხანგრძლივობა 1.5-2 საათი.

კლუბს ყავს ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი, დამხმარე მშობელთა ჯგუფი.

          
                                      ლიდერი მოსწავლე
  არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე.
                        კლუბის კურატორი მასწავლებელი
 არის სკოლის პედაგოგი, მისი  კურატორობა არჩევითი აქტივობაა. ლიდერ  მოსწავლესთან  ერთად, ერთი წლის განმავლობაში  ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში.
                     დამხმარე მშობელთა ჯგუფი
ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმმართვაში.
  დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა  შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან. 
                   ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:
       ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას
       ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს კლუბის წევრებთან.
         გ) ორგანიზებას უწევს  საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური  მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად.
დ) სათანადო ინფორმაციას აწვდის კლუბის წევრებს.

                        კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
 წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას:
 საკლუბო მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
·         კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
·         კლუბის წესდება;
·         კლუბის სამუშაო გეგმა;
·         განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
                           საკლუბო მუშაობის პერიოდში:

სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავს:
·         საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას
                  საკლუბო მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს:
·         რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ)რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ?
დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა?
ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ?
ზ)რას გავითვალისწინებენ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას?


·         მოსწავლეებისა და მშობლების შეფასებას

 დასკვნითი დებულება

წინამდებარე წესდება ძალაში შედის კრების საერთო გადაწყვეტილებით ოქმის
დამოწმების დღიდან.


წიგნის კლუბ ,,ჯადოსნური კიდობანის“ სამოქმედო გეგმა

                                             Iსემესტრი 2017-2018 სასწავლო წელი

#
აქტივობები
შემსრულებელი
შესრულების დრო
შენიშვნა
1.
კლუბის წესდების და სამოქმედო გეგმის გაცნობა. ლიდერი მოსწავლის არჩევა
კურატორი მასწავლებელი  და მოსწავლეები
26 ოქტომბერი 2017წელი

2.
რევაზ ინანიშვილის მოთხრობების განხილვა და პრეზენტაცია
კურატორი მასწავლებელი
ლიდერი მოსწავლე,
 მე-5 მე-6 კლასის მოსწავლეები
8 ნოემბერი 2017 წელი

3.
ანე-კატარინე ვესტელის ,,დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ განხილვა და პრეზენტეაცია
კურატორი მასწავლებელი
ლიდერი მოსწავლე,
 მე-5 მე-6 კლასის მოსწავლეები
22 ნოემბერი
2017წელი

4.
დავით კლდიაშვილის მოთხრობა ,,მიქელა“
კურატორი მასწავლებელი, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები და მსურველი მასწავლებლები.
5 დეკემბერი
2017 წელი

5.
ანტუან დე სენტ-ეგზუპერის ,,პატარა უფლისწული’
კურატორი მასწავლებელი, მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები
19 დეკემბერი 2017 წელი






Комментариев нет:

Отправить комментарий