Страницы

წიგნის კლუბ ,,ჯადოსნური კიდობნის" ლიდერი ჯაბა სვანიძე

ჯაბა ქუთაისის # 15 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელია. იგი კლუბის წევრებმა ერთხმად აირჩიეს კლუბის ლიდერად. ჯაბას ძალიან უყვარს კითხვა, აინტერესებს კოსმოსი და სურვილი აქვს გამოვიდეს წარმატებული  მეცნიერი. ჯაბა თავად წერს მოთხრობებს. მისი გმირები იდუმალი, ამოუცნობი სამყაროდან არიან, თუმცა ძალიან კეთილები  და ადამიანების დახმარება სწადიათ. ჯაბამ , სულ ახლახან კასტინგი გაიარა სატელევიზიო პროექტში ,,ხარ თუ არა VI კლასელზე ჭკვიანი?" და შემდეგ ტურში გადავიდა. ჯაბას დიდი მოლოდინები აქვს კლუბის მუშაობიდან.თანატოლებს ურჩევს,იმეგობრონ წიგნთან და არასოდეს დაეზაროთ  კითხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий